Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე სამშობლოში ჩამოასვენეს

მარშალ პრესი 23/04/2022
ჩამოსვენება

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში 16 აპრილს დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე სამშობლოში ჩამოასვენეს.

არკადი კასრაძე უკრაინიდან საქართველოში პოლონეთის დედაქალაქის გავლით გადმოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არკადი კასრაძის ცხედარს საქართველოსა და უკრაინის დროშებით, ანთებული სანთლებით ხელში დახვდნენ.

არკადი კასრაძე ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში შეტაკებების დროს დაიღუპა. ხვალისთვის იგეგმება მასთან ერთად 16 აპრილს უკრაინაში დაღუპული ზაზა ბიწაძისა და ალიკა ცაავას საქართველოში ჩამოსვენება. რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გაიმართა სამივე დაღუპულის სამოქალაქო პანაშვიდი.

უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას სულ ცხრა ქართველი მოხალისე მებრძოლი შეეწირა.

Post navigation

Previous: ენტონი ბლინკენი აშშ-ში ვიზიტით მყოფ უკრაინის პრემიერს ხვდება
Next: ნიდერლანდების საელჩო: ჰოლანდიურ-ქართული ურთიერთობა ძლიერია და ვაფასებთ ჩვენს მჭიდრო კავშირებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.