Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

მარშალ პრესი 12/06/2023
გურამ მაჭარაშვილი

„რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამას აღიარებენ კიდეც,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს ქვეყნის იმიჯის შელახვას და საქართველოს ევროინტეგრაციისათვის ხელის შეშლას.

„რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამას აღიარებენ კიდეც. „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდა და ამბობდა, ამ ხელისუფლების პირობებში არ გვინდა კანდიდატის სტატუსიო. 2-3 დღის წინ ევროპარლამენტში იყვნენ წასული, უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ, ყველა პარამეტრით ეკუთვნის საქართველოს კანდიდატის სტატუსიო, ხოლო ოპოზიცია ამბობდა, არც ერთი მიმართულება არ ვარგა საქართველოში, მაგრამ გვინდა, კანდიდატის სტატუსი მივიღოთო. ასე მოატყუონ საკუთარ ახლობლებს!..“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: “მთავარი არხი”-ს უზრდელი აქტივისტის ზარი როინ მეტრეველთან (ვიდეო)
Next: ქალბატონი მარინა კალიურანდი ალბათ დაიღალა იმით, რომ ვერ აიძულებს საქართველოს მიიღოს არასამართლიანი მიდგომები, რაც მათ და ზოგადად საქართველოს დაუძინებელ მტერს უნდა ჩვენი ქვეყნის მიმართებაში გაატაროს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.