IMG.GE IMG.GE

„პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ფრაქცია მხარს დაუჭერს როგორც მეორე მოსმენაზე, ასევე საბოლოო კენჭისყრაზე.

როგორ გიორგი ლომიამ აღნიშნა, საკონსტიტუციო პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.

„მანკიერი საარჩევნო სისტემა დიდი ხნის წინ უნდა შეცვლილიყო, მაგრამ იმ იდეალურ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რაზეც ორიენტირებული ვიყავით თავიდან. ეს სისტემა – 120/30-ზე უფრო მეტად უკეთესია, ვიდრე არსებული სისტემა. საუბარი იმაზე, რომ მხარი არ უნდა დაუჭირო, რადგან სხვა პირობები არ შესრულდა ან თუნდაც, ერთი ადამიანი არ გაათავისუფლეს, არალოგიკურია. თუ რაღაც პირობა არ სრულდება, უკეთესობისკენ არ უნდა ვიაროთ? ვთვლი, რომ ეს ორი სხვადასხვა საქმეა და არ შეიძლება, ულტიმატუმის ენით საუბრობდე, როცა საქმე ქვეყნის ინტერესებსა და მომავალს ეხება. ჩავარდნის რისკი არსებობს, რადგან შეიძლება, ეს „ქართული ოცნების“ მორიგი პოლიტიკური თამაში იყოს, ან რომელიმე დეპუტატმა პოზიცია შეიცვალოს, მაგრამ იმედი მაქვს, არ ჩავარდება“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE