Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქართულ მაკდონალდსში საჩუქრად გაიცემა წიგნი, სადაც გადმოცემულია ელტონ ჯონის და მისი კაცი პარტნიორის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ

მარშალ პრესი 12/06/2023
c2659a54-6ed2-48ab-b4d5-0b6f783bdcc6

„მაკდონალდსში“ „ჰეფი მილის“ მენიუში სასაჩუქრედ გამოჩნდა წიგნი, რომელშიც მუსიკოს ელტონ ჯონის ცხოვრების შესახებ წერია. რამდენიმეგვერდიან წიგნში გადმოცემულია მუსიკოსისა და მისი სამოქალაქო პარტნიორის, დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.

„ელტონს ჰქონდა ყველაფერი, რაზეც უოცნებია, მაგრამ თავს საშინლად მარტოსულად გრძნობდა. დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა“, – წერია წიგნში, რომელიც „მაკდონალდსის“ საოჯახო მენიუს საჩუქრად მოჰყვება და ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

ავტორი მკითხველს მოუწოდებს, რომ წაკითხვის შემდეგ წიგნი სხვასაც გადასცეს და ამით „სიცოცხლე აჩუქოს მკითხველს“.

აღნიშნული თემის შესახებ „მაკდონალდსის“ წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „იმედთან“ კომენტარზე უარი განაცხადეს.

Post navigation

Previous: სინდისთან და მორალთან ბრძოლამ შვა ეს ადამიანი – ვატო შაქარიშვილი ბექა ყორშიაზე
Next: ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.