Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შევხვდებით ხვალ, 20:00 საათზე – ვატო შაქარიშვილი

მარშალ პრესი 11/06/2023
ვატო შაქარიშვილი

კონსერვატიული პორტალის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში 12 ივნისს, რუსთაველის თეატრში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს იმ ადამიანებისთვის, ვინც საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის იდეით არიან დაინტერესებულები.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ერთად ვიფიქროთ, ერთად ვიმოქმედოთ, ერთად შევქმნათ მძლავრი ორგანიზებული ძალა, რომელიც ღირსეულად შეხვდება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ და მომავალ საფრთხეებს.

“ მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, თანამოაზრეებო, უბრალოდ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის იდეით დაინტერესებულებო! შევხვდებით ხვალ, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრში. დავიწყოთ, ერთად ვიფიქროთ, ერთად ვიმოქმედოთ, ერთად შევქმნათ მძლავრი ორგანიზებული ძალა, რომელიც ღირსეულად შეხვდება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ და მომავალ საფრთხეებს.

არ დავუშვათ საქართველოში რევოლუციური სცენარების განხორციელება! დავიცვათ ჩვენი ქვეყანა აგრესიული ლიბერალური შემოტევისგან!
წერტილი დავუსვათ ადამიანების შეურაცხყოფას, ბულინგს, ცილისწამებას!

P.S. ნაც-ლიბერალური პროპაგანდისტული საშუალებები ღონისძიებაზე არ დაიშვებიან. პროვოკაციებზე იქნება ადეკვატური პასუხი.
საქართველო უპირველეს ყოვლისა!”– წერს ვატო შაქარიშვილი.

Continue Reading

Previous: ჯო ბაიდენი ლგბტ პროპაგანდის სადარაჯოზე – თეთრი სახლი ცისარტყელის ფერებში გადაწყდა (ფოტოები)
Next: „ქართული ოცნების“ კონფერენციაზე ყაზბეგისა და თიანეთის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025