Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ჯოზეფ ბორელი მარიუპოლიდან საევაკუაციო დერეფნების სასწარაფოდ ორგანიზებას ითხოვს

მარშალ პრესი 22/04/2022
ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, „აზოვსტალის“ ქარხნიდან და ქალაქის სხვა რაიონებიდან უკრაინის ქალაქების მიმართულებით სასწრაფოდ უნდა შეიქმნას საევაკუაციო დერეფნები, ცეცხლის შეწყვეტის გარანტიებით. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელთათვის თავისუფალი და უსაფრთხო წვდომა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადამიანის უფლებათა ძირითადი პრინციპებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად“, – განაცხადა ბორელმა.

ამასთან, ჯოზეფ ბორელი მიესალმა უკრაინის ძალისხმევას, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნის კუთხით, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი არ პასუხობს ამ ძალისხმევას ნაცვალგების პრინციპით.

„უკვე კვირებია, მსოფლიო რუსეთის მიერ მარიუპოლში სასტიკი, უკანონო თავდასხმის მოწმე გახდა, რამაც გამოიწვია ქალაქის მასშტაბური განადგურება, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სისასტიკის ჩადენა, ქალაქის გათავისუფლების მატყუარა პრეტექსტით. ქალაქის ათასობით მცხოვრები დეპორტირებულია რუსეთში ან იძულებით გადაასახლეს უკრაინის მთავრობის არაკონტროლირებად რაიონებში“, – განაცხადა ბორელმა.

Post navigation

Previous: რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ჩვენთვის ქართული დელეგაციის ვიზიტი უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო
Next: ენტონი ბლინკენი აშშ-ში ვიზიტით მყოფ უკრაინის პრემიერს ხვდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.