Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პირადად მოვუწოდებ ჩვენი გუნდის წევრებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ, თუ დეტალურად გამოაქვეყნებენ, საკუთარი საქმიანობის ფინანსურ ანგარიშებს

მარშალ პრესი 10/06/2023
მამუკა მდინარაძე

თუ NGO სექტორის გამჭვირვალობას ეხება, კანონპროექტი რუსულია და თუ მოხელეების გამჭვირვალობასა და მათ ფინანსურ საქმიანობას, ეს სადაურია? ფრანგული, ამერიკული, გერმანული, თუ სადაურია? რამდენად ფარისევლები არიან! რამდენად ყალბია მათი ნარატივები! დავალება რამდენად თვალსაჩინოა, რომ ყველაფერს რუსული ეძახონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინიციატივაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, პირადად იგი ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

„მე პირადად ვაძლევ გარანტიას, რომ მე დავუჭერ მხარს და მოვუწოდებ ჩვენი გუნდის წევრებს ამ კანონის მხარდაჭერისკენ. თუ ისინი დეტალურად გამოაქვეყნებენ, საკუთარი საქმიანობის ფინანსურ ანგარიშებს – რომელ პროექტში რამდენს ხარჯავენ და საიდან აქვთ ეს შემოსავალი, მაგრამ ამას ვერ გააკეთებენ. გამორიცხულია! ათასგვარ რამეს მოიგონებენ, ოღონდ ეს არ გააკეთონ“, – განაცხადა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: „ნაცმოძრაობას“ ყველაფრის გასაღები დაკარგული აქვს
Next: ტვ “პირველი” – საკუთარ თავს ამას არატომ უკეთებთ? – თამთა მეგრელიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.