Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არავინ არავის უფლებებს არ არღვევს, მაგრამ ტრენდია თითქოს და ძალიან მოდაში შემოვიდა ლგბტ პროპაგანდისტობა – მამუკა მდინარაძე

მარშალ პრესი 10/06/2023
მამუკა მდინარაძე

დღეს, ტრენდია თითქოს და ძალიან მოდაში შემოვიდა ლგბტ პროპაგანდისტობა. არავინ არავის უფლებებს არ ლახავს, არავინ არავის უფლებებს არ ზღუდავს, მაგრამ როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვიღაცები ლგბტ პროპაგანდის რაღაც ტრენდის დამკვიდრებას ცდილობენ, ამან რა შედეგები მოიტანა, ბოლო კვლევები ნახეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო კვლევებს მონაცემებით დასტურდება, რომ ლგბტ პროპაგანდა საზოგადოებაზე გავლენას ახდენს. მისივე თქმით, საზოგადოებამ ამ შედეგების შესახებ უნდა იცოდეს.

„სამწუხაროდ, აშშ-ში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების 20% საუბრობს, რომ მიეკუთვნება სექსუალურ უმცირესობას. საფრანგეთში, ბოლო კვლევის თანახმად, ამავე ასაკის ახალგაზრდების 22% საუბრობს ამაზე. ხომ ვამბობდით ჩვენ, რომ თითქოს, პროპაგანდა არანაირ ზიანს არ აყენებს საზოგადოებას, რეალურად, ამ ზიანს აყენებს. უნდა ვუთხრათ საზოგადოებას რომ დიახ, ლგბტ პროპაგანდამ ქნა ის, რომ საფრანგეთში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების 22 % თავის თავს აიდენტიფიცირებს სექსუალურ უმცირესობად, როცა წინა თაობაში, ე.წ. „მილენიალებში“ ეს იყო 10%-მდე მაქსიმუმ, უფრო წინა თაობაში ეს იყო 2-2,5%-3%.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: მივიდნენ ადამიანები, რომლებმაც ეტყობა, ხოშტარიას გამოართვეს რუბლები და ამით სცადეს პროვოკაციის მოწყობა – მამუკა მდინარაძე
Next: გიგა მაქარაშვილის აზრით, ირაკლი კობახიძე სახელმწიფოს მტერია, რადგან თქვა, რომ ბიჭმა ცოლი უნდა მოიყვანოს და გოგო გათხოვდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.