IMG.GE IMG.GE

საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით,  უმრავლესობის ლიდერები დღეს კონკრეტული პოლიტიური განცხადებების გაკეთებაზე უარს ამბობენ და მოუწოდებენ ოპოზიციას, შეუერთდეს კენჭისყრას. მდინარაძის განმარტებით, დღესაც იმდენად მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებაზე კონცენტრირება, რომ ყველა სხვა საკითხი მეორეხარისხოვანია.

ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი განცხადება ვნახეთ იმ მთვარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ვნებათაღელვის საგანი და რომელზეც ვკონცენტრირდებით ბოლო სამი კვირის განმავლობაში. მათ შორის ტოპ ათეულში, პირველ ადგილზე შეიძლება იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ გადავარჩინეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, როდესაც მათ გარეშეც, მაგალითად, იმ დღეს ვნახეთ, რომ 116 ხმა ჰქონდა, თუმცა ეს დღეს მეორეხარისხოვანია.

მე ვფიქრობ, რომ დღესაც მთავარ საკითხზე კონცეტრირება, რომელსაც ჰქვია საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება, არის იმდენად პრიორიტერული, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყველა დანარჩენი საკითხი მეორეხარისხოვნადაც კი მივიჩნიოთ, თუმცა ძლიან მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს განსახილველი.

ამიტომ დღეს უმრავლესობის წარმომადგენლები უარს ვამბობთ კონკრეტული პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე, მხოლოდ და მხოლოდ ერთ მოწოდებას შევუერთდები, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს კიდევ აქვთ დაახლოებით ერთი საათი, რათა შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ეს იქნება კიდევ უფრო ფართო კონსენსუნსი, თუმცა ყველანი ვხედავთ, რომ ამის გარეშეც საკონსტიტუციო ცვლილებებს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა მათ გარდა. დარწმუნებული ვარ, გავა იგივე რაოდენობის დეპუტატების მხარდაჭერით, მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთი საათის განმავლობაში ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას შუძლია, მოიფიქროს და შეუერთდეს იმ გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელზეც ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს არის ქართული საზოგადოების დაკვეთა და დემოკრატიის ხარისხის ამაღლების საქმეში წინ გადადგმული ნაბიჯი“,- განაცხადა მდინარაძემ.

 

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება