Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იარაღის ტრიალის სემინარების ჩატარების მიუხედავად, არ არსებობს შანსი, რომ ქართველმა ხალხმა ხელისუფლების მანდატის ჩაგდება ოპოზიციის ხელში დაუშვას

მარშალ პრესი 09/06/2023
შალვა პაპუაშვილი

სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი, ანუ, ძალადობა, კორუფცია, ადამიანის ღირსების აყრა, ეს გახლავთ ჩვენი ოპოზიციის გენეტიკური კოდის შემადგენელი ნაწილი, რაც არის პრობლემა. ისინი ამ ადამიანებს ვერ მოიცილებენ ისე, რომ თავად არ განადგურდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა კარგად შეისწავლა ოპოზიციის გენეტიკური კოდი, რომელიც ძალადობასა და ადამიანის ღირსების აყრაზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ოპოზიციის ყველა მცდელობა, უშედეგო იქნება უცხოეთიდან ჩარევების და რადიკალების დაფინანსების მიუხედავად.

„ამ ოპოზიციისგან არაფერი არ გამოვა გარდა იმისა, რომ კვლავ წრეზე იტრიალონ რადიკალური დღის წესრიგის შექმნისთვის.

მეორეს მხრივ, საქართველოს მოქალაქეებმა უკვე კარგად იციან და ეს გენეტიკური კოდი გაშიფრეს. უცხოეთიდან ჩარევებისა და დაფინანსების, ასევე იარაღის ტრიალის სემინარების ჩატარების, რადიკალების დაფინანსების მიუხედავად, შანსი არ არსებობს, რომ ქართველმა ხალხმა რაიმენაირად მათ ხელში ხელისუფლების მანდატის ჩაგდება დაუშვას.“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ბექა ოდიშარია ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
Next: დიახ, უკრაინელებს გაუმართლათ – ია ანთაძე ზელენსკიზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.