Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის ანგარიშში საქართველო ლიდერი ქვეყანაა – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 08/06/2023
ზურაბ ქადაგიძე

„როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის ანგარიშში საქართველო ლიდერი ქვეყანაა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს რიგ წევრებს.

2023 წელს ეკონომიკის ზრდის ტემპი 0.4% გაზრდილია, რაც საერთო ჯამში 4.4% მიაღწევს და მომდევნო 2024-25 წლებში მდგრადი 5% იქნება“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 0.4%-ით გაიზარდა და ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის ანგარიშში ლიდერია, რაც ჩვენი ეროვნული პოლიტიკის დამსახურებაა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის ანგარიშში საქართველო ლიდერი ქვეყანაა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს რიგ წევრებს.

2023 წელს ეკონომიკის ზრდის ტემპი 0.4% გაზრდილია, რაც საერთო ჯამში 4.4% მიაღწევს და მომდევნო 2024-25 წლებში მდგრადი 5% იქნება.

მე მგონი, არავის ეპარება ეჭვი, თუ რამ გამოიწვია საქართველოს ეკონომიკური, სტაბილური განვითარება.

მშვიდობის პოლიტიკა, სტაბილური განვითარება, ეკონომიკური სტრატეგია და რეგიონული გამოწვევების სწორი, რაციონალური გამოყენება განაპირობებს საქართველოს მდგრად განვითარებას.

ეს არის რეალ-პოლიტიკა, ეროვნული პოლიტიკა და აუცილებლად შეუქცევად პროცესად უნდა ვაქციოთ, ჩვენი ჯანსაღი და სწორი გადაწყვეტილებებით!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ესენი რომ გვერეოდნენ ქვეყნის შიგნით, აქ იქნებოდა სასაკლაო და გაცილებით რთული სიტუაცია, ვიდრე უკრაინას დაატყდა თავს რუსული ოკუპაციის შედეგად
Next: გიორგი ვაშაძეს აქვს ამბიციური სურვილი მოახდინოს ოპოზიციური ფრონტის, საკუთარი პერსონის ირგვლივ გაერთიანება. თუმცა ამასთანავე, მის მიმართ პირდაპირ პროპორციულად მატულობს ნეგატივიც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.