Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ზანთარაია: მე არ ვფიქრობ და არც მგონია, რომ საქართველოს დელეგაცია უკრაინაში სურათებისა და სელფების გადასაღებად ჩამოვიდა

მარშალ პრესი 22/04/2022
გიორგი ზანთარია

ჩემთვის, როგორც უკრაინის მერიის დეპუტატისთვის, უკრაინის მოქალაქისთვის, მაგრამ ქართველისთვის, ქართული დელეგაციის ჩამოსვლა უმნიშვნელოვანესი იყო, – ამის შესახებ კიევის საკრებულოში „მწვანეთა პარტიის“ დეპუტატმა, გიორგი ზანთარაიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ომის დაწყების შემდეგ პირველი კოლეგებმა, მათ შორის ძველმა სპორტსმენებმა საქართველოდან დამიკერეკეს და გამოაგზავნეს ჰუმანიტარული დახმარება. მე არ ვფიქრობ და არც მგონია, რომ საქართველოს დელეგაცია უკრაინაში სურათებისა და სელფების გადასაღებად ჩამოვიდა. ეს არასწორი შეფასებაა. ეს მხარდაჭერის გამოხატვა იყო“, – განაცხადა ზანთარაიამ.

„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სამთავრობო დელეგაცია იმისთვის ჩამოვიდა, რომ ბუჩას ფონზე ფოტოები გადაეღო, ერთ-ორი სანუგეშო სიტყვა ეთქვათ და ეჩვენებინათ, რომ რაღაცნაირად ამ პროცესში არიან ჩართული“, – განაცხადა გუშინ დავით არახამიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

Post navigation

Previous: Reuters: ევროკავშირის მაღალჩინოსნის განცხადებით, მომდევნო ორი კვირა გადამწყვეტი იქნება ომში
Next: ერდოღანი იმედოვნებს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს სტამბოლში უშუალო მოლაპარაკებებისთვის დაითანხმებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.