Skip to content
06/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ინფრასტრუქტურა

დიდუბის რაიონის გამგეობა ე.წ. „კარაჩაროვის“ ლიფტების თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლების პროექტს აქტიურად განაგრძობს

მარშალ პრესი 06/06/2023
352282135_614556680768051_4505577601622219792_n

დიდუბის რაიონის გამგეობა ე.წ. „კარაჩაროვის“ ლიფტების თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლების პროექტს აქტიურად განაგრძობს.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-7 ა კორპუსში ე.წ. „კარაჩაროვის“ ლიფტი თანამედროვე ლიფტით ჩანაცვლდება. ამორტიზებული ლიფტი მოსახლეობას წლების განმავლობაში საფრთხესა და დისკომფორტს უქმნიდა.

დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარე პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია 48 836 ლარის ღირებულების ფარგლებში ასრულებს.
მიმდინარე წელს დიდუბის რაიონის გამგეობამ ანალოგიური პროექტი სამ ამხანაგობაში – დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-17 კორპუსში, ასევე, პირველი და მეოთხე კვარტლების პირველ ა კორპუსებში განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 146 508 ლარი დაიხარჯა.

აღნიშნულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

Continue Reading

Previous: ქუთაისში დასრულდა სამი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, სადაც 480 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
Next: „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025