Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიის რეგიონში 50 კოლომეტრამდე გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

მარშალ პრესი 07/06/2023
350982250_3560573980898757_5496911655084366063_n

გურიის რეგიონში 50 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. სამუშაოების მიმდინარეობას, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით გეწაძე გაეცნენ.

,,გურიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ექვს სხვადასხვა ლოტზე მიმდინარეობს საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ჯამში მოეწყობა დაახლოებით 50 კილომეტრი ასფალტის საფარი. პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურა და მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ უსაფრთხო და კომფორტული გზებით”, – აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის, ჩოხატაური-ბახმაროს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის, ჩოხატაური-ზომლეთის და ნასაკირალის საავტომობილო გზების მონაკვეთებს.

Post navigation

Previous: რატომ დაემართა სალომეს მიშიზმი? – ირაკლი ლატარია
Next: ყველა საფეხური სამართლებრივად დახვეწილია და პასუხობს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების მოთხოვნათა ყველა პრინციპს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.