Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • ინფრასტრუქტურა

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში, პროგრამის, „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

მარშალ პრესი 06/06/2023
0d159cbd-6c54-4cf9-987c-9e40774b98f1

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, პროგრამის, „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური ფალიაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

ამ დროისთვის დასრულებულია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 15 შენობის რეაბილიტაცია, რაზეც 9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ამჟამად, მიმდინარეობს ცენტრალური პარკის და მის მიმდებარედ განთავსებული შენობების რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 14.8 მილიონი ლარია.

ასევე, მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ოქროს ჩარდახის რეაბილიტაცია.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Continue Reading

Previous: კონსტანტინე ზატულინი აღიარებს, რომ უკრაინაშიც ისე უნდა მოქცეულიყვნენ, როგორც საქართველოში მოიქცნენ
Next: ჩვენი სწორი პოლიტიკით, შედეგზე გათვლილი, ორიენტირებული პოლიტიკით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო დიდი ოცნება და ეს უნდა იყოს ეროვნული მიზანი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025