Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სწორედ შლეგი სააკაშვილის უაზრო ქმედებებმა გაუხსნა 2008 წელს რუსეთს ხელ-ფეხი და მოხდა ის, რაც მოხდა

მარშალ პრესი 06/06/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

„კონსტანტინე ზატულინმა ძალიან ნიშანდობლივი რამე თქვა. მან განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს“. – მარტივი ფორმულაა: ზატულინმა თქვა, რომ მათთვის კარგი იქნებოდა უკრაინაში „საქართველოს სცენარი“ განხორციელებულიყო.“-წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კონსტანტინე ზატულინის განცხადების შესახებ.

“რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა ძალიან ნიშანდობლივი რამე თქვა. მან განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს“.

ამ განცხადების გაანალიზებას არ სჭირდება დიდი ექსპერტობა – მარტივი ფორმულაა: ზატულინმა თქვა, რომ მათთვის კარგი იქნებოდა უკრაინაში „საქართველოს სცენარი“ განხორციელებულიყო.

სწორედ შლეგი სააკაშვილის უაზრო ქმედებებმა გაუხსნა 2008 წელს რუსეთს ხელ-ფეხი და მოხდა ის, რაც მოხდა. ამის შემდეგ სწორედ „ნაცმოძრაობამ“ დაუჭირა მხარი მოღალატეობრივ რეზოლუციას და დააბრალა საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება…“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ვუყურებ თქვენს სასოწარკვეთილ ქმედებებს – პრემიერი “მთავარი არხი”-ს ჟურნალისტს (ვიდეო)
Next: უკვე დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ: ქვეყნის „აყირავების“ ორგანიზება დაფინანსების ავანგარდში დგას „გლობალური ომის პარტიის“ ფრთა და მისი წარმომადგენელი საქართველოში – საელჩოს სახით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.