Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მხოლოდ მისი ქცევითაა გამოწვეული – მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, მათ შორის პარტნიორებმა სააკაშვილს მოუწოდონ, რომ საპატიმრო პირობებს შეეგუოს და სასჯელი ღირსეულად მოიხადოს

მარშალ პრესი 06/06/2023
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით დასტურდება, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი მისივე ქცევაა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ყველამ, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებმა, მიხეილ სააკაშვილს უნდა მოუწოდონ, რომ სასჯელაღსრულების პირობებს შეეგუოს და სასჯელი ღირსეულად მოიხადოს.

„იცით, რომ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემარშის საფუძველი გახდა. ელჩები იუსტიციის მინისტრთან მივიდნენ ამ თემის გამო, თუმცა ამ დემარშს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გასცა პასუხი. მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარების მიღების თვალსაზრისით არანაირი შეზღუდვა არ აქვს. მას ყველა სათანადო სერვისი და მომსახურება მიეწოდება. ამით დასტურდება ისიც, რომ ის მდგომარეობა, რაზეც ის და მისი ახლობლები საუბრობენ, მხოლოდ მისი ქცევითაა გამოწვეული. მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ ნაცვლად თვითდაზიანების წახალისებისა, ყველამ, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებმა მოუწოდონ მიხეილ სააკაშვილს, რომ სასჯელაღსრულების პირობებს შეეგუოს და სასჯელი ღირსეულად მოიხადოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: აღმოჩნდა, რომ სუპი, რომლითაც არაფორმალური ორგანიზაციის წევრები პოლიციაში რუსულად “აწამეს”, უკრაინული იყო
Next: ლენჩო ხოშტარია და მისი თანამოაზრეები ამ დრომდე დუმან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.