Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამ დროს ზოგიერთები უწყებებში რომ მუშაობდით ბედნიერად, ის ხალხი მაინც ნუ ლაპარაკობთ ადვოკატთა ბედზე გულდათუთქულები

მარშალ პრესი 04/06/2023
დავით ასათიანი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი გასული დღეების განმავლობაში პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “როცა 150-მდე ადვოკატი ციხეში იჯდა უმეტესად აბსურდული ბრალდებებით 2007-2012 წლებში, და ამ დროს ზოგიერთები უწყებებში რომ მუშაობდით ბედნიერად, ის ხალხი მაინც ნუ ლაპარაკობთ ადვოკატთა ბედზე გულდათუთქულები”.

როგორც დავით ასათიანი განმარტავს, დღეის მდგომარეიბით და ბოლო 5 წელია პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით არც ერთი ადვოკატი პატიმრობაში არ იმყოფება!

“რამდენჯერმე დავწერე და ყოველთვის დავწერ, ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს ანდა ვინც მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო და არ იცის: როცა 150-მდე ადვოკატი ციხეში იჯდა უმეტესად აბსურდული ბრალდებებით 2007-2012 წლებში, და ამ დროს ზოგიერთები სამინისტროებსა და უწყებებში რომ მუშაობდით ბედნიერად, ის ხალხი მაინც ნუ ლაპარაკობთ ბრტყლად ადვოკატთა ბედზე გულდათუთქულები.

უკეთურება არ გვავიწყდება. ცნობისათვის, დღეის მდგომარეიბით და ბოლო 5 წელია პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით არც ერთი, ვიმეორებ არც ერთი ადვოკატი პატიმრობაში არ იმყოფება ! პ.ს. ახლა ამას გინდა ასოციაციის მწვადი და შამფურის და გინდა კეცი-ჩალაღაჯის პოლიტიკა დაარქვით, სულ არ მაინტერესებს.”- წერს დავით ასათიანი.

Post navigation

Previous: უსინდისო ხარ – ლევან ნიკოლეიშვილი სოფო ჭყონიას პასუხობს
Next: ამერიკელი „ექსპერტების“ უბედურება იმაშია, რომ სინამდვილეში ისინი ჯერ არ არიან მზად, აღიარონ LGBTQIA+ თემის რეალური პრობლემები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.