რომან გოცირიძე ამბობს, რომ ბოიკოტის გამოცხადება ილუზიაა და შედეგს არ მოიტანს

970X90

ბოიკოტით ყველა პრობლემების გადაჭრა არის გულუბრყვილობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო ბერკეტის დაკარგვა უსუსურობის გამოხატულებაა და ფრაქციაში ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა.

„ბოიკოტით რომ პრობლემები იჭრებოდეს, სამჯერ ვიყავით, წავალთ მეოთხე წრეზე და რა მოხდება?! რა მოხდება ამით, რა დაჩქარდება, რიგგარეშე არჩევნებს დავაჩქარებთ?! – ილუზიაა ეს. საპარლამენტო ბერკეტის დაკარგვა საკუთარი უსუსურობის გამოხატულებას ნიშნავს. ფრაქციაში ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

970X90
გაზიარება