Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი ხელისუფლების ურყევი პოზიციაა, რომ სახელმწიფომ დეოკუპაცია უნდა მოახდინოს მშვიდობიანი გზით, ქართველი ერი ტერიტორიების ოკუპაციას არასოდეს შეეგუება

მარშალ პრესი 02/06/2023
თეა წულუკიანი

ჩვენი ხელისუფლების ურყევი პოზიციაა, რომ სახელმწიფომ დეოკუპაცია უნდა მოახდინოს მშვიდობიანი გზით, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრიც ნებისმიერ საერთაშორისო არენაზე ურყევად იმეორებს იმავეს, რომ დეოკუპაციის სამშვიდობო გზას ალტერნატივა არ აქვს.

„ჩვენი ხელისუფლების მოსვლის პირველივე დღიდან ეს პოზიცია არის ურყევი, რომ ჩვენ არ წარმოგვიდგენია და არც ვუშვებთ სხვა ალტერნატივას, გარდა იმისა, რომ ჩვენმა სახელმწიფომ დეოკუპაცია უნდა მოახდინოს მშვიდობიანი გზით.

ამ პოლიტიკაში ეწერება მათ სორის ის სამართლებრივი დავები, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენმა სახელმწიფომ აწარმოა სტრასბურგში, ჰააგაში და პირველად საერთაშორისო სამართლებრივ გზაზე განაჩენების სახით ჩვენ უკვე ხელთ გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებები.

ამ სამშვიდობო პოლიტიკაში ჩნდება სამართლებრივი ბრძოლაც დეოკუპაციისთვის. შესაბამისად, ჩვენი პრემიერ-მინისტრი ნებისმიერ საერთაშორისო არენაზე ურყევად იმეორებს იმავეს, რომ დეოკუპაციის სამშვიდობო გზას ალტერნატივა არ აქვს, დეოკუპაცია კი ნამდვილად უნდა მოხდეს და მოხდება. საკუთარი ტერიტორიების არც ოკუპაციას, მით უმეტეს, ანექსიას და დაკარგვას ქართველი ერი არასოდეს შეეგუება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Continue Reading

Previous: დედაქალაქს უსაფრთხო  და მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება – GWP-ს განცხადება (ვიდეო)
Next: ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025