IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ბრიტანული ორგანიზაციის – Global Health 50/50-ისა და რობერტ კოხის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, რომელიც 20-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარდა, საშუალოდ, მსოფლიოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა 2/3 მამაკაცებია.

გერმანიის ინსტიტუტის მონაცემით, ყველა ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცის გარდაცვალება ქალების მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

მიზეზებს შორის სახელდება, პირველ ყოვლისა, ჰორმონალური ფონი და ქალებში არსებული, გენეტიკურად შედარებით ძლიერი იმუნიტეტი.

თუმცა, სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ საკითხი ჯერ შესწავლილი არ არის.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება