Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

არახამიას ულტიმატუმი საქართველოში ელჩის დაბრუნების სანაცვლოდ

მარშალ პრესი 22/04/2022
დავით-არახამია

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი დავით არახამიას თქმით,  საქართველოში უკრაინის ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით საუბარი შესაძლოა დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოს პარლამენტს მიმართოს. ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

“საქართველო უნდა შეუერთდეს იმ სასანქციო პაკეტს, რომელიც დაედო რუსეთს და თუ არ უნდათ ან თუ მტკივნეულია ეკონომიკური თვალსაზრისით, ესეც ახსნადია, მაგრამ უბრალოდ ნუ დაეხმარებიან რუსეთის მოქალაქეებს და რუსეთის ბიზნესს, გვერდი აუარონ იმ სანქციებს, რომლებიც დააწესეს ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებმა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიმართა ყველა ევროპულ პარლამენტს, საქართველოს პარლამენტში არ გამოსულა. ამავრდოულად, ქართული ხელისუფლების პოზიცია უნდა დავიწყოთ იმით, რომ უნდა მიეცეს პრეზიდენტ ზელენსკის საშუალება, მიმართოს საქართველოს პარლამენტს. ეს იქნება კარგი ჩვენება იმისა, რომ ხდება მიმდინარე სიტუაციის გადაფასება”, – ამბობს არახამია.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების დელეგაციას შეხვდა
Next: ავსტრიის კანცლერმა ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.