Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან გაუგებარი შეფასებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით ოპონენტების ნარატივთან

მარშალ პრესი 01/06/2023
ილია დარჩიაშვილი

არ ვიცი, გაუგებარი არის ალბათ მსგავსი ფორმულირებით საქართველოს ხსენება, ამ კონტექსტში. ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან გაუგებარი შეფასებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით ოპონენტების ნარატივთან, –  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ  გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა.

მისი თქმით, უკრაინა არის ომში და ყველაფერი კეთდება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

„ტრადიციულად, ჩვენი პოზიცია გვაქვს და ჩვენი დამოკიდებულება უკრაინის მისამართით. ჩვენ ხშირ შემთხვევაში წამოსულ გაუგებარ კომენტარებზე არ ვაკეთებთ პოზიციონირებას, პასუხს არ ვცემთ, რადგან გვესმის და მიგვაჩნია, რომ ქვეყანა არის ომში და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ და გვერდში ამოვუდგეთ. 
საქართველოს საკითხი დღეს აქტუალური იყო, როგორც მრგვალი მაგიდის ფორმატში, ისე გახსნის ცერემონიაზე. რამდენიმე ლიდერმა ისაუბრა საქართველოზე, საქართველოსთვის მხარდაჭერაზე და ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კოლეგებთან ერთად ესაუბრა საქართველოს ევროპულ მომავალზე და ევროინტეგრაციაზე“, –  განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Post navigation

Previous: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად
Next: ჯო ბაიდენი ამერიკელებს ლგბტ სიამაყის თვეს ულოცავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.