Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის სახედაკარგული სააკაშვილის ჩინოვნიკის სახე

მარშალ პრესი 01/06/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

ადამიანი როცა უკადრებელს კადრულობს, პირველ რიგში, ადამიანობას კარგავს, მერე ღირსებას და სწორედ იმას ემგვანება რასაც სხვას კადრებს! – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი არველაძის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც მან პოლიციელებს „ძაღლობა“ უწოდა.

ნიკოლეიშვილის თქმით, მსგავსი გამონათქვამები სახელმწიფოებრივ აზროვნებას აბსოლუტურად სცილდება, არველაძე კი, პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით პოლიტიკური ხელმოცარულობას და ბოღმას ავლენს.

„ადამიანი, როცა უკადრებელს კადრულობს, პირველ რიგში ადამიანობას კარგავს, მერე ღირსებას და სწორედ იმას ემგვანება რასაც, სხვას კადრებს! ეს მხოლოდ სამწუხარო რეალობა არაა, ეს არის სახე სახედაკარგული სააკაშვილის ჩინოვნიკის, რომელმაც იცის, რომ ვერასდროს ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში, გამწარებული და დაბოღმილი კი ამბობს იმას, რაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ აბსოლუტურად სცილდება, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გინდაც ყოფილი პოლიტიკოსისა და ჩინოვნიკის, გინდაც მოქმედისა და გნებავთ მომავალში კვლავ პოლიტიკაში დაბრუნების მოსურნეს აზროვნებას.

სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტები თავდაცვა, უშიშროება და პოლიცია გახლავთ, ის რაზეც დგას ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და მშვიდობა-დაუშვათ ერთან თუნდაც ათ პოლიციელზე პირადად ხარ გაბრაზებული, მაგრამ ყველა პოლიციელს, რომ შეურაცხყოფას აყენებ და ძაღლებს უწოდებ, ამის მიზეზი კი ბოღმა და პოლიტიკური ხელმოცარულობაა, თვითონ ხდები შეურაცხყოფილიც და შეურაცხადიც!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, განვამტკიცეთ და ჩვენ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა გაერთიანებისკენ
Next: ვერც ომის დროს ვერ „მოკლენ“ გვერდში მყოფი სარდლები, ანწუხელიძის ტანჯვაში მკვლელობის ბრძანების გამცემელნი, და ვერც ახლა აქვთ ის ერთი ადგილი, პოლიციელს მიუახლოვდნენ და სახეში შესძახონ: „შე ძაღლო!“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.