Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი პოლიციელი უსამართლოდ არ დაიჩაგროს – ვახტანგ გომელაური

მარშალ პრესი 01/06/2023
გომელაური ვახტანგ

სამწუხაროდ, პოლიციელების მხრიდან არის გადაცდომის შემთხვევები, მაგრამ ერთ შემთხვევასაც ვერავინ გვეტყვის, რომ ვინმეს ხელი დავაფარეთ როდესაც მიზანმიმართულად პოლიციელი დანაშაულის ჩადის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ გვყავს გენერალური ინსპექცია, რომელიც პოლიციელების მხრიდან გადაცდომის შემთხვევებს სწავლობს. ასევე არის პროკურატურა, სახელმწიფო ინსპექტორი, აკვირდებიან ყველაფერს და თუ დანაშაული ჩაიდინა ის ადამიანი პასუხს აგებს.

თუმცა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოლიციელი დაცული იყოს. არ შეიძლება პოლიციელს ყველაფერი გაუკეთო: საღებავი შეასხა, კვერცხები ესროლო, ფქვილი დააყარო და შენ, მოქალაქე არ დაისაჯო და პოლიციელი, თუნდაც პატარა გადაცდომაზეც პირველ რიგში დავსაჯოთ. თუ პოლიციელმა დანაშაული ჩაიდინა, რა თქმა უნდა ის პასუხს აგებს, თუმცა უსამართლოდ, არცერთ პოლიციელს არავის დავაჩაგვრინებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი პოლიციელი უსამართლოდ არ დაიჩაგროს“, – აღნიშნა მინისტრმა.

Post navigation

Previous: სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას კომპეტენტური პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნა არ შეუძლია და ცდილობს, ასეთი ინსინუაციური და პროვოკაციული მეთოდებით რამენაირად პოლიტიკური ქულა დაიწეროს
Next: შეიძლება ბებერი და მახინჯი ვარ, მაგრამ მორალური კომპასი მაინც მაქვს – ლორა თორნტონი ირაკლი კობახიძეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.