Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის მშენებლობა დაიწყო

მარშალ პრესი 31/05/2023
347233686_1453201462173891_3507653835833394365_n
დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის მშენებლობა დაიწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოადგილესთან, გელა სამუკაშვილთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება პარკის სრული რეაბილიტაცია , გაშენდება ახალი რეკრეაციული ზონა, 12 000 კვ მეტრზე გაკეთდება საფეხმავლო და ველო ბილიკები, ასევე 1300 კვ მეტრის ფართობზე აშენდება საბავშვო მოედნები და მოეწყობა გასართობი ატრაქციონები, პარკში გაკეთდება ტბა მოცეკვავე ფანტანებით და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის, გაკეთდება ახალი საფეხმავლო ხიდი და პირსები ( მისადგომები წყლის ტრანსპორტისთვის), სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება პარკში არსებულ მემორიალს.
დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის სრული ფართობი 16 675 კვ მეტრია. აღნიშნული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს პრემიერ -მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროექტის, ,,განახლებული რეგიონების” , ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და მისი ღირებულება 17 000 000 ლარზე მეტს შეადგენს.

Post navigation

Previous: თუ ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“ საქართველოზე ზემოდან ყურების ქედმაღლური და მბრძანებლური პოლიტიკა არ შეცვალეს, მაშინ ევროინტეგრაციაც აღარ იქნება მიჩნეული ქართველი ხალხისთვის მიზიდულობის ცენტრად
Next: სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე – დღეს იყო გაცილებით დარბილებული, შედარებით დაბალანსებული ტონი, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.