Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბრეჟნევის მერე ამხელა ხელმძღვანელობის სტაჟი არავის ჰქონია – ირაკლი კობახიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობაზე”

მარშალ პრესი 31/05/2023
ირაკლი კობახიძე

შიდაპარტიულ დემოკრატიაზე კონფერენციას ატარებს ორგანიზაცია, რომელსაც 13 წელია ერთი და იგივე თავმჯდომარე ყავს. ბრეჟნევის მერე ხელმძღვანელობის ამხელა სტაჟი არავის ჰქონია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს კონფერენციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გასაოცარია, ისინი რომ საუბრობენ შიდაპარტიულ დემოკრატიაზე.

„ღონისძიება ეძღვნება შიდაპარტიულ დემოკრატიას და ამას ატარებს ორგანიზაცია, რომელსაც 13 წელია ერთი და იგივე თავმჯდომარე ჰყავს. ბრეჟნევის მერე ამხელა ხელმძღვანელობის სტაჟი არავის ჰქონია. ისინი რომ საუბრობენ შიდაპარტიულ დემოკრატიაზე, ეს უბრალოდ გასაოცარია“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს და ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს.

„არის უამრავი დასავლური ქვეყანა, სადაც შიდაპარტიული დემოკრატიის ხარისხი ბევრად უფრო მაღალია, ამას აქვს სხვადასხვა მიზეზი. რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს და დრო დაჭირდება იმ სტანდარტების მიღწევას, რაც დამკვიდრებულია განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: გაბრაზდით ხალხოოოოოოოოო, ვიღუპებით – გიგა მაქარაშვილი
Next: თუ ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“ საქართველოზე ზემოდან ყურების ქედმაღლური და მბრძანებლური პოლიტიკა არ შეცვალეს, მაშინ ევროინტეგრაციაც აღარ იქნება მიჩნეული ქართველი ხალხისთვის მიზიდულობის ცენტრად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.