Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა იგივე თქვა და გამოფინეს მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით და გარეთ – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 31/05/2023
ირაკლი კობახიძე

ურსულა ფონ დერ ლაიენი პირველად არ ამბობს, რომ ევროპული სწრაფვის გამო დაესხა თავს რუსეთი უკრაინას. მანამდე ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ უკრაინელები მზად არიან მოკვდნენ ევროპისთვის“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გუშინ პრემიერ-მინისტრმა იგივე თქვა და გამოფინეს მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, დღეს კი იგივეს ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„გუშინ თუ ირაკლი ღარიბაშვილმა იგივე თქვა და გამოფინეს მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, დღეს იგივეს ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი. პირველად არ ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი იმას, რომ ევროპული სწრაფვის გამო დაესხა თავს რუსეთი უკრაინას. მანამდე გახსოვთ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა ასეთი სიტყვები, რომ უკრაინელები მზად არიან მოკვდნენ ევროპისთვის. ეს არის მეორე შემთხვევა, როცა ნატო-ზეც კი აღარ არის საუბარი. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ უკრაინას რუსეთი თავს დაესხა ევროპული მისწრაფებების გამო, გუშინ იგივე თქვა ღარიბაშვილმა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, საქართველომ ნატო-ს ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე გაგზავნილი სამხედრო პერსონალის მიხედვით, ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა
Next: თქვენ იმსახურებთ ყველაფერ საუკეთესოს – ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.