Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა ის, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა

მარშალ პრესი 31/05/2023
1649272267-ურსულა-ფონ-დერ-ლაიენი-3

პირველად ჩვენს ისტორიაში, ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, – ამის შესახებ უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავას უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი არის ბრძოლა ჩვენი ღირებულებების წინააღმდეგ, ერთიანი და თავისუფალი ევროპის იდეის წინააღმდეგ. პირველად ჩვენს ისტორიაში, ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. ეს უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილებაა, ისინი ასევე იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი ღირებულებებისთვის – დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის, საკუთარი ბედის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლებისთვის. აი, ამისთვის იბრძვის უკრაინა და ამის ჩახშობა სურს პრეზიდენტ პუტინს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, ამავე ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება.

„ყველამ იცის, მე მგონი, მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი, ხომ ასეა?! არ მინდა ამაზე სპეკულირება ან ციტირება რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას რადიკალური ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, იმაზე, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ნატოს გაფართოების პერსპექტივაა, მსოფლიო ლიდერები მუდმივად საუბრობენ.

Post navigation

Previous: როდესაც საუბარი ეხება ასოცირების შეთანხმებიდან გამოწვეულ ვალდებულებებს , ევრორეკომენდაციების კონკრეტულ პუნქტებს, გარდა მავნებლური პიარისა, ჩვენ ვერ ვხედავთ ხოლმე ვერც ერთ საქმიან ვერც სიტყვას , ვერც დასწრებას
Next: ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, საქართველომ ნატო-ს ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე გაგზავნილი სამხედრო პერსონალის მიხედვით, ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.