IMG.GE IMG.GE

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებულ ერთ პაციენტზე ლაბორატორიიდან საკონტროლო პირველად ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს. პაციენტს განმეორებითი ტესტი უკვე აუღეს და კვლავ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკას დატოვებს.

ამ დროისთვის კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით შვიდი პაციენტი მკურნალობს. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, მათგან ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, დანარჩენი ექვსის კი, დამაკმაყოფილებელია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE