Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი დაუპირისპირდა “გლობალური ომის პარტიის” პროპაგანდის ძირითად სლოგანს – არაპროვოცირებული ომი

მარშალ პრესი 30/05/2023
ვატო შაქარი

„ბრატისლავაში, ირაკლი ღარიბაშვილმა ისეთი სიმართლე თქვა, რომლის არათუ მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერება, გაფიქრებაც კი იკრძალება. პრემიერის მიერ ხმამაღლა ნათქვამმა სიმართლემ გააცოფა ევრო-ბიუროკრატია, რადგან ეს სიმართლე მათ მიერ ნაშენები კონიუნქტურის მიღმაა – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „აი ია“-ს თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

როგორც საქარიშვილი აღნიშნავს, ამით პრემიერი დაუპირისპირდა “გლობალური ომის პარტიის” პროპაგანდის ძირითად სლოგანს – არაპროვოცირებული ომი. „ბრატისლავაში, ირაკლი ღარიბაშვილმა ისეთი სიმართლე თქვა, რომლის არათუ მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერება, გაფიქრებაც კი იკრძალება. პრემიერის მიერ ხმამაღლა ნათქვამმა სიმართლემ გააცოფა ევრო-ბიუროკრატია, რადგან ეს სიმართლე მათ მიერ ნაშენები კონიუნქტურის მიღმაა. ამით პრემიერი დაუპირისპირდა “გლობალური ომის პარტიის” პროპაგანდის ძირითად სლოგანს – არაპროვოცირებული ომი! რეალურად კი ყველამ იცის, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი პროვოცირებულია და ამ პროქსი ომისთვის მზადება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.

ცხადია ეს არ ამართლებს იმ ტრაგედიას, რაც უკრაინაში ხდება, ეს სასწრაფოდ უნდა დასრულდეს და ამაში დიდ როლს შეასრულებს სიმართლე, რეალობის ჯანსაღი გაანალიზება და არა ფსევდო-ტრენდები! ლიბერალური მედია კრძალავს სიმართლის გავრცელებას, მთელს მსოფლიოს ფსევდო-რეალობაში აიძულებს ცხოვრებას და ვინც არ ემონება მათ ნარატივებს, ყველანაირი მეთოდით ცდილობენ მათ გაჩუმებას. ნახეთ, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ჯონ მერშეიმერის ვრცელი ნაშრომი (“რატომ არის უკრაინის კრიზისი დასავლეთის ბრალი?”https://www.economist.com/…/john-mearsheimer-on-why-the…, ამერიკელი პროფესორი ამაზე ჯერ კიდევ 2014 წელს წერდა. წაიკითხეთ, დიდი ამერიკელი მოაზროვნის, ნოამ ჩომსკის ინტერვიუები (https://geo-first.com/noam-comski-ukraina-tavisufali…/) სადაც ცნობილი მეცნიერი პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის პროვოცირებული და პროქსი ომი.

ასევე გაეცანით, მშვიდობის დარგში ნობელიანტის ადოლფო პერეს ესკიველის მოსაზრებებს ამერიკის დღევანდელ პოლიტიკაზე, დაშვებულ შეცდომებზე და ევროპის მდგომარეობაზე. დღეს, ვინც დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამ სიმართლეს, იქნებ წაიკითხონ ცნობილი ამერიკელი დიპლომატის ჯორჯ ქენანის წერილი, რომელიც 1997 წელს “The New York Times”- ში გამოქვეყნდა NATO-ს გაფართოების პოლიტიკის შესახებ, რასაც ქენანი “საბედისწერო შეცდომას” უწოდებდა. გაიხსენონ, რაზე აფრთხილებდა მათ ჰენრი კისინჯერი და კიდევ ძალიან ბევრი მოაზროვნე ადმიანი. დიახ ბატონებო, შეეგუეთ – ტყუილზე დაშენებული კონიუნქტურა გენგრევათ და საქართველო არ აპირებს ამ ნანგრევებში დარჩენას!“ – წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ბატონმა სულეიმან სოილუმ ბრძანა: „ლაჩრები გვიწოდეთ, თუ არ გავანადგურებთ ყველას, ვინც ამ ქვეყანას ავნებს, მათ შორის ამერიკულ ჯარებს“
Next: „ნაცმოძრაობას“ დავალება აქვს, რაც შეიძლება ბევრჯერ გაიმეოროს სიტყვა „რუსული“ და „კლანი“, რომ ქვეცნობიერში გაჯდეს და მიეწებოს საქართველოს, მის ხელისუფლებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.