აქციის მონაწილეები ხვალიდან კვლავ რიონის ხეობაში გააგრძელებენ პროტესტს

432
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციები კვლავ რიონის ხეობაში გაგრძელდება. ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

„გადავწყვიტეთ, ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად ამ ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს. ამის შემდეგ უკვე ჩვენ დავიძრათ ხეობაში კოლონით აბსოლუტურად თავაწეულებმა და დიდი არგუმენტაციით, რომ მთლიანად გაშიშვლებულია ყველა პროცესი, რასაც ხელისუფლება სჩადის. ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ხელი შევუშალოთ კომპანიის მუშაობას უშუალოდ რიონის ხეობაში და არ მივცეთ მათ საშუალება, გააგრძელონ ხეობის ნგრევა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება