Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა ევროპას, კიდევ ერთხელ ახსენებს იმ ინსინუაციურ კამპანიას, როდესაც გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს საქართველოს მხარდაჭერა, მხოლოდ სიტყვით შემოიფარგლება და საქმით საპირისპიროს მეტყველებს

მარშალ პრესი 30/05/2023
ზურაბ ქადაგიძე

„კიდევ ერთი მაგარი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრს ევროპაში“, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოსისს ზურაბ ქადაგიძე, პრემიერ-მინისტრის გამოსვლას გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო მკაფიო გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ღირსეულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის სტატუსს და ახლა ჯერი ევროკავშირზეა შეასრულებს თუ არა დაპირებას.

„კიდევ ერთი მაგარი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრს ევროპაში. „საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა იყო დაუსაბუთებელი, არამიზანშეწონილი ნაბიჯი. რა გზავნილია რუსეთისთვის ეს? ევროპა ტოვებს საქართველოს, რომელიც მოლდოვასა და უკრაინას 2-3-ჯერ სჯობს.

თუ დამსახურებაზეა საუბარი საქართველოსთვის, მუშაობის საფუძველზე, უნდა მიენიჭებინათ“, – ირაკლი ღარიბაშვილის ეს მიმართვა ევროპას, კიდევ ერთხელ ახსენებს იმ ინსინუაციურ კამპანიას, როდესაც გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს საქართველოს მხარდაჭერა, მხოლოდ სიტყვით შემოიფარგლება და საქმით საპირისპიროს მეტყველებს.

როდესაც ყველა მონაცემითა და შეფასებით, საქართველო პირველ ადგილზეა ასოცირებულ ტრიოში. როდესაც რუსული ოკუპაცია წლებია გრძელდება საქართველოში.

როდესაც საერთაშორისო სამხედრო მისიებში, საქართველო პირველ ადგილზეა კონტრიბუციების თვალსაზრისით, და ეს „როდესაც“ უსასრულოდ შეიძლება გააგრძელო…

იმის მაგივრად, რომ 2008 წლის ომის შემდგომი შეცდომები და 2022 წლის აბსურდით გამართლებული კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობას აღიქვამდნენ ადეკვატურად, კვლავ აგრძელებენ ინსინუაციურ კამპანიას, რაც ძალიან სამწუხაროა.

საქართველოს დასამტკიცებელი არავისთან არაფერი აქვს. სისხლით, საქმით, ერთგულებით დაამტკიცა და ახლა ჯერი ევროკავშირზეა – მზად არის შეასრულოს არამხოლოდ დაპირება, არამედ ვალდებულებაც კი? წლის ბოლოს ვნახავთ“!, – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე.

Continue Reading

Previous: უკრაინის გავლით დღემდე დაუბრკოლებლად მიეწოდება ევროკავშირს რუსული გაზი და ამ გაზის საფასური, რასაც ტრანზიტში იღებს უკრაინა, უფრო მეტია, ვიდრე მთელი ქართული ექსპორტი
Next: ბატონმა სულეიმან სოილუმ ბრძანა: „ლაჩრები გვიწოდეთ, თუ არ გავანადგურებთ ყველას, ვინც ამ ქვეყანას ავნებს, მათ შორის ამერიკულ ჯარებს“

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025