Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხაბეიშვილმა ყვარლის კარ-მიდამოში პოლიტსაბჭო გამართა და საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

მარშალ პრესი 29/05/2023
ნაციონალური მოძრაობა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის”, – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ყვარელში, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, რეგიონებში ჩამოყალიბდება ლოჯისტიკური ცენტრები, იქნება რეგიონული შეხვედრები და საპროტესტო აქციები, რომლის მთავარი მიზანიც საზოგადოების გაერთიანება იქნება.

დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განსახილველ თემებს შორის იყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, ქვეყნის ევროინტეგრაციის ისტორიული შანსი, რუსული საფრთხეები და მათი აცილების პოლიტიკა.

ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა, რომელსაც პოლიტსაბჭოს 84 წევრი და პარტიის სამდივნოს წევრები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC) გაემგზავრა
Next: ვიცოდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო უსამშობლო ადამიანების პოლიტიკური პარტია და ახლა გავიგეთ, რომ ეჭვიანი ადამიანების პოლიტიკური პარტიაც ყოფილა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.