Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე წლებია ბოიკოტს უცხადებს ქართულ ჯარს და სამხედრო აღლუმს, ასევე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“

მარშალ პრესი 28/05/2023
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასასწრებად მოწვეული იყვნენ სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, თუმცა მათ ბოიკოტი გამოუცხადეს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე წლებია ბოიკოტს უცხადებს ქართულ ჯარს და სამხედრო აღლუმს და ასევე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელიც“.

„რაც შეეხება აღლუმზე დასწრებას, იცით, რომ აღლუმი გახლავთ ოფიციალური ღონისძიება, რომელზეც მნიშვნელოვანია წარმოდგენილი იყვნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, კონსტიტუციური ორგანოები და ასეც არის ყოველ ჯერზე. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ წარმომადგენლებს, ეს მათი გადასაწყვეტია. ირაკლი კობახიძემ ეს ახსნა. აქ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, „ქართული ოცნება“ საკუთარი საპარლამენტო თუ მთავრობით წარმომადგენლობის სახით წარმოდგენილი იყო ამ აღლუმზე.

მნიშვნელოვანია ის, რომ ამ აღლუმზე, რომელიც გახლავთ სახელმწიფო მნიშვნელობის ერთ-ერთი სიმბოლო და ცერემონია, მოწვეული იყვნენ საპარლამენტო ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები და ბოიკოტი გამოუცხადეს ამ აღლუმს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე წლებია ბოიკოტს უცხადებს ქართულ ჯარს და სამხედრო აღლუმს და ასევე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელიც“.

მიუხედავად იმისა, რომ მოწვეული იყვნენ აღლუმზე, როგორც პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები, მათ ბოიკოტი გამოუცხადეს ქართულ ჯარს, არ მივიდნენ სამხედრო აღლუმზე. ნაცვლად ამისა, ვნახეთ, ჩვენ “ლელოს“ წარმომადგენლები ქუჩაში აქციით, ევროკავშირის დროშაზე აჟიტირებულები როგორ ატარებდნენ აქციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი სამების საკათედრო ტაძარში ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
Next: ვულოცავ საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.