Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველო მაინც გაიმარჯვებს, სალომე ზურაბიშვილისნაირებს კი ბევრს მოინელებს – ლევან ნიკოლეიშვილი

მარშალ პრესი 26/05/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

“საქართველო მაინც გაიმარჯვებს, სალომე ზურაბიშვილის ნაირებს კი ბევრს მოინელებს!”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, რომელიც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმიანება.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ყოველი გამოსვლა მავნებლობითა და საკუთარი ქვეყნის, ხელისუფლების, ხალხის შეურაცხყოფითა და ღვარძლითაა გატენილი.

“პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოგვიკლეს, მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იძულებით გადააყენეს, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა ომში საკუთარი ჯარი მიატოვა, ქვეყანას ათასი უბედურება დამართა, მერე საქართველოდან გაიქცა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, მერე ჩვენთან სიტუაციის ასარევად შემოაპარეს, მერე კი ისე სამარცხვინოდ მოიქცა პატიმარ-ავადმყოფის ამპლუაში, რომ მსგავსი არც გაგვიგია და არსებობს, მეოთხე პრეზიდენტი გალოთდა და პოლიტიკურად ბოლომდე გაპარტახდა…

მაგრამ აი, ეს მეხუთე სალომე ზურაბიშვილი..ესაა, რაც არის! არავის უყვარს, არავინ არაფრად არ აგდებს, ყოველი მისი გამოსვლა კი მავნებლობითა და საკუთარი(?) ქვეყნის, ხელისუფლების, ხალხის შეურაცხყოფითა და ღვარძლითაა გატენილი…რატომღაც, რომ დღეს, საზეიმო დღეს ეთქვა რამე ადეკვატური, არ გამკვირვებია, უბრალოდ სულ იმას ვფიქრობ ასეთი რა შევცოდეთ უფალს…ალბათ შევცოდეთ! უნდა მოვინანიოთ, გაკვეთილი გაკვეთილად მივიღოთ, რომ მსგავსი, რამ არასოდეს არ გავიმეოროთ!

საქართველო მაინც გაიმარჯვებს, სალომე ზურაბიშვილის ნაირებს კი ბევრს მოინელებს! კორონას დროს დავწერე არ შეშინდეთ ხალხნო, განსაცდელში ვართ მაგრამ გავიმარჯვებთ-თქო! ეს ქალბატონიც, როგორც ჩანს განსაცდელად თუ გამოსაცდელად მოგვევლინა, მაგრამ ესეც წავა, აბა სად წავა, ჩვენ კი, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: თავისუფლების მტერია სიცრუე და დეზინფორმაცია; როგორც ჩვენი ბრძენი პატრიარქი ბრძანებს, ადამიანმა თავისუფლება შეიძლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით
Next: პრეზიდენტის განცხადებები ძალიან შეუფერებელი იყო დღევანდელ დღესთან – მიხეილ სარჯველაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025