IMG.GE IMG.GE

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინო სივრციდანაა, ერთის წყარო კი უცნობია. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ამ შემთხვევის ჩაღრმავებული ეპიდკვლევა გრძელდება.

„გუშინ იყო 908 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა მხოლოდ სამი ახალი და ამჟამად არის 911 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულები შვიდით გაიზარდა და გახდა 768. სამი ახალი შემთხვევიდან ორი არის საკარანტინო სივრციდან, შემოტანილი შემთხვევა, ერთი ახალი შემთხვევის ჩაღრმავებული ეპიდკვლევა გრძელდება წყაროს მოძიების თვალსაზრისით“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება