Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამშობლოსადმი თავდადება სწორედ ის გამბედაობაა, რითაც შეძლებ საკუთარ ქვეყანას რეალური სუვერენიტეტი მოუტანო

მარშალ პრესი 25/05/2023
დიმიტრი ხუნდაძე

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე რადიკალური ოპოზიციის მორიგ მცდელობას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და აქციებზე გამოიყვანოს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, რადიკალური ოპოზიციისთვის ყველაფერი მისაღებია, თუნდაც უკანონო, მათ შორის – არარსებული სტუმრების დევნა და კრიმინალების გამართლება.

„ოპოზიციას მოეწონა წაუკითხავ კანონზე, ანუ ტყუილზე მობილიზებული აქცია და ცდილობს მსგავსი სატყუარა მეორედ გადაუგდოს საზოგადოებას, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ის სიცოცხლისუნარიანი არ არის.

სამწუხაროა, რომ წაუკითხავი კანონის პროტესტის ორგანიზატორი იყო სახელმწიფო დეპარტამენტი, და თუკი ამის აღიარება ვინმეს პროდასავლურობის გამო არ სურს, ეს უფრო პროტყუილისტობას ნიშნავს, ვიდრე პროდასავლურობას, რაც ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას აზიანებს.

მათთვის ყველაფერი მისაღებია, თუნდაც უკანონო, რასაც ხელისუფლება ეწინააღმდეგება, არარსებული სტუმრების დევნა, კრიმინალების გამართლება.

„მოლოტოვის კოქტეილიანი“ დამნაშავეების ქმედებას, აქციებზე პოლიციასა და საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმას, სამშობლოსთვის თავდადებად წარმოაჩენენ. სინამდვილეში კი, სამშობლოსადმი თავდადება სწორედ ის გამბედაობაა, რითაც შეძლებ საკუთარ ქვეყანას რეალური სუვერენიტეტი მოუტანო“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც Facebook-ზე უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია ევროკავშირისა და უკრაინის დროშები, არავითარი საქართველო- რატომ არ არის გამოსახული მათ ჩარჩოებზე საქართველოს დროშა, ამაზე გასცენ პასუხი
Next: ცოტა უხერხულია, სულიერი შვილი უკრაინას, მის ავტოკეფალიას უჭერდეს მხარს და სულიერი მოძღვარი რუსეთის პატრიარქს ამბიონზე ეამბორებოდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.