Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ტეხავს”, რომ “შვიშტოკიანი პედრიოტები” არ ჩაუსაფრდნენ თბილისი-მოსკოვის ავიარეისის რეგისტრაციისას სააკაშვილის მოძღვარს, მეუფე ნიკოლოზს და სამგზის არ შეარცხვინეს

მარშალ პრესი 25/05/2023
დავით ქართველიშვილი

“როდესაც საქართველოში ლავროვის არარსებულ ნათესავებს, არარსებული სანქციების გამო ეძებდნენ, ხოლო შუალედებში აპროტესტებენ მოსკოვთან პირდაპირ ფრენებს, სამი რამ (მინიმუმ) მაგრად “ტეხავს”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, როდესაც საქართველოში ლავროვის არარსებულ ნათესავებს, არარსებული სანქციების გამო ეძებდნენ, ხოლო შუალედებში აპროტესტებენ მოსკოვთან პირდაპირ ფრენებს, მაშინ იგივე ადამიანებს სააკაშვილის მოძღვრის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებითაც უნდა გაუჩნდეთ პროტესტი.

“დღეს ამაღლებაა. დასრულდა წირვა. მრევლი ეზიარა. მაგრამ რასაც დავწერ, არანაირად არ ეხება დღევანდელი დღის მისტიურ და ეკლესიურ შინაარსს – ამიტომ დღესასწაულს და ზეიმს ჩრდილს არ მივაყენებ.

რუსეთის პატრიარქი კირილე სანქციების ქვეშ არის შეყვანილი დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, კანადის, ჩეხეთის, ლიეტუვას და (დარწმუნებული ვარ) სანამ ამას ვწერდი, კიდევ რომელიმე დასავლური ქვეყნის მიერ. როდესაც საქართველოში ლავროვის არარსებულ ნათესავებს, არარსებული სანქციების გამო ეძებდნენ, ხოლო შუალედებში აპროტესტებენ მოსკოვთან პირდაპირ ფრენებს, სამი რამ (მინიმუმ) მაგრად “ტეხავს”. “ტეხავს”, რომ “შვიშტოკიანი პედრიოტები” არ ჩაუსაფრდნენ თბილისი-მოსკოვის ავიარეისის რეგისტრაციისას სააკაშვილის მოძღვარს, მეუფე ნიკოლოზს და სამგზის არ შეარცხვინეს იგი:

1) რატომ სარგებლობთ პირდაპირი რეისით,

2) რატომ მიემგზავრებით ტერორისტ-სახელმწიფოდ გამოცხადებულ (ზოგიერთის მიერ) რუსეთში და

3) რატომ ხვდებით სანქცინირებულ კირილეს – მით უმეტეს, მის “ანგელოზის დღეზე” დასწრების მიზნით. მეოთხე რამეც “ტეხავს”, რომ ამ ყველაფერს “გლავკანალი”, “ჭუტავიზია” და “ოფშორმედია” არ აშუქებდა, აეროპორტიდან დაწყებული და (გარწმუნებთ) არც მისი დაბრუნებით დამთავრებული, რის შესახებაც დიდი ალბათობით ასევე არ გველოდება რაიმე სიუჟეტი. ეხლა კი ეს არშემდგარი რუსოფობიური პარანოია და ჩავარდნილი საინფორმაციო გაშუქება წარმოიდგინეთ, მოსკოვში (ვთქვათ) მეუფე იაკობის და მეუფე შიოს გამგზავრების შემთხვევაში. მაგრამ არც ესაა ძირითადი. აი ჩემი მთავარი შეკითხვა: ვინაიდან ეს ვიზიტი არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან და სააკაშვილის მოძღვრის კერძო ინიციატივას წარმოადგენს – რა რეალური მიზნით ჩავიდა მოსკოვში მეუფე ნიკოლოზი და რა გზავნილი ჩაუტანა “პუტინის პირადი პატიმრის” დავალებით აგრესორ რუსეთის პრეზიდენტთან გადასაცემად?” – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ბიძინა ივანიშვილს ორ რამეს ვერ პატიობენ – კახა კალაძე
Next: ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც Facebook-ზე უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია ევროკავშირისა და უკრაინის დროშები, არავითარი საქართველო- რატომ არ არის გამოსახული მათ ჩარჩოებზე საქართველოს დროშა, ამაზე გასცენ პასუხი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.