Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება სოფელ ითხვისში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 21/04/2022
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფმა, კომპეტენციის ფარგლებში, ადგილზე ვიზუალური დათვალიერებით, შეაფასა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში არსებული მდგომარეობა.
სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელდა გართულებული გეოდინამიკური პირობების წინასწარი ვიზუალური შეფასება, რომლის საფუძველზე შედგენილი იქნა შესაბამისი პირველადი დასკვნა, რომელიც განვითარებული მოვლენების გამომწვევ მიზეზ/ფაქტირების ზუსტად დადგენის საშუალებას არ იძლევა. გამოიკვეთა გარკვეული ოჯახების გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის აუცილებლობა და ამ ეტაპზე სტიქიის ზონიდან გადაყვანას დაექვემდებარა 20 ოჯახი. აქვე აღვნიშნავთ, რომ სტიქიით დაზარალებული ოჯახების კომპენსაციის და განსახლების უზრუნველყოფის საკითხი სცილდება გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას.
რაც შეეხება დეტალურ (სიღრმისეულ) შეფასებას, არსებული მდომარეობის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით აუცილებელია გადაუდებლად შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებით (სამთო ინჟინერი, მარკშეიდერი, გეოფიზიკოსი, კონსტრუქტორი, გეოლოგი და სხვა). სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მიერ მოხდება ტერიტორიის დეტალური შესწავლა, რის შედეგადაც მომზადდება საბოლოო დასკვნა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა მიზეზების დადგენისა და შემდგომში განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით, გაეგზავნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას და სხვა სახელმწიფო უწყებებს შემდგომი რეაგირებისთვის.”– აღნიშნულია განცხადებაში.

Continue Reading

Previous: მზად ვარ დავდგე თავდებში, არ დაბრუნდება? დამიჭირეთ მე – ელისო კილაძე
Next: სამადაშვილი კომპანია ზარაფხანას საქმიანობის აკრძალვას ითხოვს, რადგან ამ კომპანიის სახელი იწყება Z ასოზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025