Skip to content
09/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

Europris-თან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 2023 წლის ნოემბერში საქართველო პენიტენციური სამსახურების მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლებს

მარშალ პრესი 25/05/2023
ფოტო

ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ციხეებისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) აღმასრულებელ დირექტორ გუსტავ ტალვინთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რის საფუძველზეც 2023 წლის ნოემბერში საქართველო პენიტენციური სამსახურების მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლებს.

ნოემბერში დაგეგმილი მაღალი დონის კონფერენციის თემა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროცესში არსებული ინოვაციები იქნება. კონფერენცია საერთაშორისო ხასიათისაა და მასში პარტნიორ სახელმწიფოთა იუსტიციის მინისტრები, პენიტენციური სისტემების გენერალური დირექტორები და სფეროს ექსპერტები მიიღებენ მონაწილოებას. კონფერენციის პარტნიორია ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL).

მინისტრმა Europris-ის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

ევროპრიზი წარმოადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პენიტენციური სისტემების გაერთიანებას, რომლის წევრი საქართველოცაა.

 

Post navigation

Previous: “სად არის ევროკავშირის დროშა ბიჭოოოოოოოოოო” – ტვ პირველის სახედაკარგულმა აქტივისტმა ევროკავშირის დროშაზე გაჭედა (ვიდეო)
Next: არანაირი სანქცია არ გამიკვირდება მათი მხრიდან და ცალკეული წარმომადგენლები ამაზე შესაძლოა, ზრუნავენ კიდეც. ეს არის პასუხი უარზე, რომ მეორე ფრონტი ამ ქვეყანაში არ გაიხსნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.