Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მთავრობა განმარტავს, თუ რატომ აღარ არის ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობის გაფორმებაში

მარშალ პრესი 25/05/2023
349008129_265847849262752_7916811746305530743_n

საქართველოს მთავრობა განმარტავს, რატომ შარშანდლისგან განსხვავებით, აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა 26 მაისისთვის პარლამენტის შენობის გაფორმებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება.

„წლებია რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. 2016 წლიდან, ყოველ წელს, ეს დღე იძენს დამატებით თემატიკას, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქ-გაფორმება. 

წელს 26 მაისის გზავნილია „თავისუფლების სიყვარულით“. დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე-გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო „ევროპისკენ“. მაგალითისთვის 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი მთლიანად რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ” და შესაბამისად, ამ თემების ფარგლებში მოხდა ქალაქის გაფორმებაც და მისალოცი ვიდეო რგოლების შინაარსიც ეხმიანებოდა სლოგანს“, — აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.

Post navigation

Previous: პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის, არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით. ყოველ წელს ბანერები თემატიკის მიხედვით იდგმება
Next: თუ ჩვენ ასე მოგვიდგებიან, რომ ფრენები თუ იქნება, ამის გამო სტატუსს ვერ მიიღებთ, ეს არის ორმაგი სტანდარტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.