Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

მარშალ პრესი 24/05/2023
348950212_638068664476851_8275694129122278588_n

ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კონკრეტული საკითხები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრთან ხალიდ ალფაილთან და ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრთან ფაისალ ფადილ ალ-იბრაჰიმთან შეხვედრაზე.

ხაზი გაესვა გასულ წელს საუდის არაბეთის სამეფოში ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ ვიზიტს. როგორც საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის წევრებმა აღნიშნეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის, პრემიერ-მინისტრის, მისი სამეფო უდიდებულესობა პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდთან შეხვედრის შემდეგ, მათთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს საქართველოში ინვესტირება. მათი თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით ბოლო დროს მიღწეული პროგრესის გამო, საუდის არაბეთის სამეფოსთვის საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების მქონე ქვეყანაა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობა აქვს. მხარეები მიმდინარე წელს თბილისში ორი ქვეყნის ბიზნესფორუმის ჩატარების თაობაზე შეთანხმდნენ.

ასევე, გამოითქვა მზადყოფნა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სამინისტროების თანამშრომლებისგან შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლის.

Post navigation

Previous: ადიგენში “ქართული ოცნების ორგანიზაციის თავმჯდომარედ გოჩა ქიმაძე აირჩიეს
Next: „ქართული ოცნების“ ბორჯომის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ოთარ არბოლიშვილი და ბიუროს წევრები აირჩიეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.