Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ჩვენ არ შეგვიძლია თვალის დახუჭვა იმაზე, თუ როგორ უვლიან გვერდს თავად ევროკავშირის კომპანიები სანქციებს, რუსეთიდან წარმოშობილი რაფინირებული ნავთობის შეძენით

მარშალ პრესი 23/05/2023
ჟოზეფ ბორელი

ევროკავშირს არ სურს რუსეთისგან ენერგორესურსები, რადგან არ სურს უკრაინის წინააღმდეგ მისი ომი დააფინანსოს. ჩვენ არ გვსურს ასევე მივყიდოთ რუსეთს ტექნოლოგიური პროდუქცია, რომელიც ომისთვის სჭირდება. ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ გვინდა, რომ სხვა ქვეყნებმა იგივე გააკეთონ, ჩვენ ვერ ვაიძულებთ მათ, რადგან ჩვენი „სანქციები“ არ ატარებს ექსტრატერიტორიულ ხასიათს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა თავის ბლოგში დაწერა.

მისივე თქმით, შემზღუდველი ზომები საბოლოო ჯამში ეფექტიანი აღმოჩნდა, თუმცა ბოლო თვეებში საქონლის იმპორტის ანომალიური ზრდა შეინიშნება მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირში აკრძალულია.

როგორც ბორელი წერს, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და თავიდან აიცილოს დაპირისპირება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ექვემდებარებიან ევროპულ კანონმდებლობას.

„ჩვენ ევროკავშირში არ ვყიდულობთ რუსულ ნავთობს, მაგრამ ვყიდულობთ დიზელს, რომელიც მიიღება ამ რუსული ნავთობის სხვაგან გადამუშავებით. ეს არის ჩვენი სანქციების გვერდის ავლის შედეგი და ჩვენმა წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ არ შეგვიძლია თვალის დახუჭვა იმაზე, თუ როგორ უვლიან გვერდს თავად ევროკავშირის კომპანიები სანქციებს, რუსეთიდან წარმოშობილი რაფინირებული ნავთობის შეძენით“, – წერს ბორელი.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირს შეხვდა (ვიდეო)
Next: ირაკლი კობახიძე საქართველოში იაპონიის ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.