Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ფადი ასლი საქართველოს შიდა და გარე მტრების ნატვრას ახმოვანებს – გიგლა ბარამიძე

მარშალ პრესი 22/05/2023
გიგლა ბარამიძე

რა კავშირია მანქურთსა და ფადი ასლის სისინს შორის? ერთი უმთავრესი: ორივესთვის მტკივნეულია ერთიანი და ძლიერი საქართველო! – ასე ეხმიანება დიპლომატი, პროფესორი გიგლა ბარამიძე სოციალურ ქსელში ფადი ასლის განცხადებას, რომელშიც ის სვამს კითხვას „გვინდა გაერთიანება ორ სეპარატისტულ რეგიონთან, როგორც რუსეთის მონა, თუ ვიცხოვროთ დამოუკიდებელ საქართველოში, როგორც ევროკავშირის წევრმა, ამ ორი რეგიონის გარეშე?!“.

ბარამიძის განცხადებით, ფადი ასლი ამ გზავნილით სახელმწიფოს შიდა და გარე მტრების სურვილს ახმოვანებს, ხოლო მათი ადგილი, ვისაც საქართველო აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე წარმოუდგენია, ამ ქვეყანაში არ არის.

„ძვირფასო მეგობრებო, რა კავშირია მანქურთსა და ფადი ასლის სისინს შორის? ერთი უმთავრესი:- ორივესთვის მტკივნეულია ერთიანი და ძლიერი საქართველო!
იმ წუნკლებს, რომელთაც, საქართველო აფხაზეთ- სამაჩაბლოს გარეშე დაუსახავთ, მათი ადგილი, ჩვენს ქვეყანაში არ არის! და ბოლოს, ვინმე ფ. ასლი, მარტო როდია, ის, საქართველოს შიდა და გარე მტრების ნატვრას ახმოვანებს.“ – წერს გიგლა ბარამიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: თამარ ჩერგოლეიშვილი რომ დაუწყებს ქართველ საზოგადოებას დამუნათებას და ლექციების კითხვას, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ მათ ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლეს
Next: დისკუსია ვერასოდეს გაიმართება, თუ არ მოხდება საქართველოს სრული დეოკუპაცია და რუსეთი სამუდამოდ არ დატოვებს ჩვენს ტერიტორიებს – ლევან ქარუმიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.