IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველოს პრეზიდენტი დღეს, 10:00 საათზე, ენერგოეფექტურობის მე-5 ყოველწლიურ გლობალურ კონფერენციას გახსნის, რომელიც პანდემიის გამო ონლაინფორმატში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონფერენციაში, რომელიც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ორგანიზებით იმართება, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის მინისტრები, ევროკომისიის და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე ხაზი გაესმება კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში ენერგოეფექტურობის მნიშვნელობასა და იმ ეკონომიკური და ენერგეტიკული გამოწვევების გადალახვას, რომლებიც შესაძლოა, ენერგოეფექტურობის გზით განხორციელდეს.

საქართველოს პრეზიდენტი ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ენერგოეფექტურობის სპეციალური, გლობალური კომისიის წევრია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება