Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ვარდების რევოლუციამდე“ სააკაშვილი რეგულარულად დადიოდა მოსკოვში და დადიოდა კიევით. სააკაშვილს ჰქონდა კარტბლანში – მას ენდობოდნენ

მარშალ პრესი 22/05/2023
პეტრე მამრაძე

მინდა ყველამ იცოდეს, „ვარდების რევოლუციამდე“ სააკაშვილი რეგულარულად დადიოდა მოსკოვში და დადიოდა კიევით. ჩაფრინდებოდა კიევში, იქ მას მისი ქართველი მეგობრები ხვდებოდნენ. როგორც წესი, იქვე აეროპორტში ისადილებდა და იქიდან მიფრინავდა მოსკოვში, – ამის შესახებ პეტრე მამრაძემ მიხეილ სააკაშვილის მოსკოვთან კონტაქტებზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მოსკოვში მუდმივი კონტაქტები ჰქონდა. მოსკოვიდან იგი შემდეგ ისევ კიევში ჩადიოდა და ასე ბრუნდებოდა საქართველოში. მამრაძემ საუბრისა „ვარდების რევოლუცია“, აჭარაში განვითარებული მოვლენები და 2008 წლის ომის ამბებიც გაიხსენა.

„სააკაშვილს ჰქონდა კარტბლანში. სააკაშვილს ენდობოდნენ. გაიხსენეთ ასლან აბაშიძის გაყვანა 2004 წლის მაისში. ისევდა ისევ რუსეთის უშუალო ჩართულობით. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავითარი ივანოვი, ამჯერად ლუჟკოვი ჩამოვიდა სპეცრეისით სტამბოლიდან ბათუმში და ლუჟკოვმა გაიყვანა. გარანტიები ხომ გახსოვთ? თავად პუტინმა რომ განაცხადა – გვთხოვეს ჩვენ რომ გაგვეყვანა ეს ადამიანი. ჩვენ დავთანხმდით იმ პირობით, რომ ვკითხეთ, შემდეგ ხომ არ აღიძვრება რაიმე საქმე მის წინააღმდეგ, პრეტენზიები ხომ არ იქნება? ახლა გვეუბნებიან, რომ საქმე აღიძრა და გადმოგვეცითო და ჩვენ ვერ დავარღვევთ ჩვენს პირობასო. გახსოვთ ეს? ანუ, პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ თავიდან იყო ასეთი იდილია. შემიძლია ვთქვა, რომ მე ამას კონფიდენციალურად მეუბნებოდა რუსეთის ელჩი საქართველოში, ვლადიმერ ჩხიკვიშვილი (ვაკეში ერთ სახლში გავიზარდეთ. მეზობელი იყო. მერე გადავიდა რუსეთში). ეს იყო, მაგრამ შემდეგ ძალიან გაფუჭდა ურთიერთობა. პუტინმა კიდევაც უთხრა, ძალიან ცნობილ ჟურნალისტებს, რომ „მან ის მოატყუა“. იცით როდის? – 2004 წელს, როდესაც დაიწყო ჰუმანიტარული შტურმი ცხინვალზე“, – განაცხადა მამრაძემ.

Continue Reading

Previous: ნაცვლად იმისა, რომ თვითონაც გვიწესებდეს უვიზო რეჟიმს და გვინიშნავდეს პირდაპირ ფრენებს, აშშ გვეუბნება, არ მიიღო რუსეთისგან ის შეცვლილი პოლიტიკა, რომელიც შენ ხალხს ცხოვრებას უიოლებს
Next: „სოხუმი და ცხინვალი – „რუსული პროექტი!“ – დაიწყეს უკვე აგენტოკრატების ადგილობრივმა ლაქიებმა თავისი მზაკვრული „ტიკ-ტოკ“ პროპაგანდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025