Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველამ დაიმახსოვროს – მამუკა მდინარაძე

მარშალ პრესი 22/05/2023
მამუკა მდინარაძე

საქართველოსთვის მავნებლური, მოღალატეობრივი ნარატივი არ იმუშავებს არასდროს, რაც უნდა ერთ მხარეს იყოს კეთილშობილური მიზანი. ყველამ დაიმახსოვროს, რომ საქართველო თავის ტერიტორიებზე არაფრის ფასად არ იტყვის უარს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები დაუბრუნდება საქართველოს და სამომავლო პერსპექტივებიც მხოლოდ ამ ჭრილში განიხილება.

„ეს არ არის მარტივი და უბრალოდ შესაფასებელი ამბავი, ეს არის გლობალური გეგმის ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელსაც ტესტავს ბატონი ასლი. ხედავთ, ერთი მხრივ, რა პროცესები მიდის, რა დეტალებთან დაკავშირებით უნდათ დიდი ნეგატიური ნარატივის აგება და, მეორე მხრივ, აღმოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ტესტავენ, როგორ შეიძლება, საქართველოს მომავალ პერსპექტივებზე, ევროპულ პერსპექტივებზე და ასე შემდეგ, ილაპარაკოს ვინმემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. ყველამ დაიმახსოვროს, ეს ნარატივი არასდროს არ გავა, საქართველოსთვის მავნებლური და მოღალატეობრივი ნარატივი არ გავა არასდროს, რაც უნდა ერთ მხარეს იყოს კეთილშობილური მიზანი. ყველამ დაიმახსოვროს, რომ საქართველო თავის ტერიტორიებზე არაფრის ფასად არ იტყვის უარს. ეს არის მთავარი, რაც ნებისმიერმა ქართველმა, საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ, და არა მხოლოდ, უნდა დაიმახსოვროს. „ნაცმოძრაობის“ კლასტერის მხრიდან ნუ ხდება გატესტვა ნარატივის, რომ საქართველოს სამომავლო პერსპექტივა შეიძლება იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. ისინი აუცილებლად დაუბრუნდებიან საქართველოს და სამომავლო პერსპექტივებიც მხოლოდ და მხოლოდ ამ ჭრილში განიხილება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, ფადი ასლიმ სოციალურ ქსეილში დაწერა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ,თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“

Post navigation

Previous: “ჯორჯიან-ეარვეისი”-ს მფრინავი განცხადებას ავრცელებს
Next: ნაცვლად იმისა, რომ თვითონაც გვიწესებდეს უვიზო რეჟიმს და გვინიშნავდეს პირდაპირ ფრენებს, აშშ გვეუბნება, არ მიიღო რუსეთისგან ის შეცვლილი პოლიტიკა, რომელიც შენ ხალხს ცხოვრებას უიოლებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.