IMG.GE IMG.GE

თუ ნაციონალების მართველობისას ფასის ვარდნა რუსულ ემბარგოს დაბრალდა, წელს კოვიდკრიზისის და პოსპანდემიური პერიოდისათვის დამახასიათებელი ბიუჯეტში წარმოქმნილი სირთულეების, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად, სახელმწიფომ მაინც გაწია სუბსიდირება, და არც ერთ მევენახეს არ შექმნია ყურძნის დაბინავების პრობლემა!, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. ის აღნიშნავს, რომ ამ პარტიის მხრიდან ყურნძნის ფასზე სპეკულაციები, მიუღებელია.

“ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო სტრატეგია, რომ ფეიკ ნიუსების და ფეიკ კონვეიერის პოლიტიკაზეა აგებული, ყველა იმ მესიჯ ბოქსიდან იკითხება, რასაც ეს პოლიტიკურად გაკოტრებული კლასტერი და მათი მხარდამჭერი მედია პლათფორმები ქადაგებენ უწყვეტ რეჟიმში.

ამის მორიგ და ნათელ მაგალითად კი ყურძნის ფასზე დაწყებული სპეკულაციებია. წარმოუდგენელიც კი არის ამ თემაზე მათი მხრიდან სპეკულაციები, რადგან ყველას კარგად გვახსოვს, რომ სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, გლეხმა კახეთში ვაზი აჩეხა!.

მსგავსი რამ, ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე არ მომხდარა, და თუ ისტორიულ მეხსიერებაზეა საქმე, საუკუნეების წინ შაჰ-აბასმა ამოძირკვა ვაზი, ქართული გენის გადაშენების მიზნით.

რადგან მინიშნება ყურძნის ფასზე კეთდება, ვაზის პროტესტის მიზნით აჩეხვის მიზეზი სწორედ ყურძნის ჩასაბარებელი ფასი გახდა. ერთი კილოგრამი რქაწითელის ღირებულება 19-20 თეთრს, ხოლო საფერავის ფასი 40 თეთრს არ აღემატებოდა.

მაშინ, ყურძენზე ფასის დაცემა რუსეთის მიერ დაწესებულ ემბარგოს დაბრალდა, რამაც რეალიზაციის ანუ მიწოდების პრობლემა შექმნა. მაგრამ ისიც ხომ კარგად გვახსოვს, რომ დიდმოსავლიანობის დროს ყურძნის კრეფას უკრძალავდნენ და ისეთ პირობებს ქმნიდნენ, რომ გლეხი იძულებული იყო ვაზის მოყვანაზე საერთოდ ხელი აეღო.

თვალსაჩინოებისათვის, თუ ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საქართველოდან ექსპორტზე გავიდა ჯამში 429.2 მილიონი დოლარის ღვინო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ექსპორტზე გავიდა 1 მილიარდ 216 მილიონი დოლარის ღვინო, ანუ 3-ჯერ მეტი!.

2012 წელთან შედარებით, თითქმის ექვსჯერ გაიზარდა გადამუშავებული ყურძენის რაოდენობა და მოსავალი, 2019 წლისთვის 272 ათასი ტონა ყურძენი ჩაბარდა, რაც საბჭოთა დროინდელ მაჩვენებელს მიუზხლოვდა, მაშინ როდესაც 2012 წელს მხოლოდ 52 ტონა იყო!.

რაც მთავარია, 2012 წელს არსებული 35 ათასი ჰექტარიდან, რაც 2003 წლიდან ყოველწლიურად მცირდებოდა, 2019 წლისთვის 55 ათას ჰექტრამდე ანუ 1.75 ჯერ გაიზარდა ვენხების ფართობი. ფართობების ზრდას, შემოსავლების ზრდაც მოყვა და 2013 წლიდან 2019 წლამდე ყურძნის რეალიზაციიდან კახელი მევენახეების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 1,2 მლრდ ლარს მიაღწია!.

მეწარმეობის მხარდამშჭერი სახელმწიფო პროგრამების-“აწარმოე საქართველოში”, “იაფი აგროკრედიტის”, “დანერგე მომავალი” ფარგლებში შეიქმნა ახალი საწარმოები, ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, გაფართოვდა საექსპორტო ბაზრები, რეკორდულ რაოდენობამდე გაზრდილია ღვინის ექსპორტი, რასაც ხელი შეუწყო აგროკრედიტისა და აგროდაზღვევის სისტემის ამოქმედებამ, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემასთან ერთად.

თუ ნაციონალების მართველობისას ფასის ვარდნა რუსულ ემბარგოს დაბრალდა, წელს კოვიდკრიზისის და პოსპანდემიური პერიოდისათვის დამახასიათებელი ბიუჯეტში წარმოქმნილი სირთულეების, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად, სახელმწიფომ მაინც გაწია სუბსიდირება, და არც ერთ მევენახეს არ შექმნია ყურძნის დაბინავების პრობლემა!

სწორი და შედეგზე გათვლილი სახელმწიფო პოლიტიკის დადასტურებად, კი საქართველოს ღვინის სამშობლოდ აღიარება უნდა მივიჩნიოთ!

ქართულმა გენმა შაჰ-აბასიც მოინელა და ნაციონალური მოძრაობაც და ამას ოქტომბრის ბოლოს ვნახავთ კიდეც!”, – წერს ექსპერტი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება