IMG.GE IMG.GE

კვლევები 95%-ით, არჩევნების შედეგებსაა აცდენილი. ნუ, რა ვიცი, რატომ უნდა ვენდოთ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად არასწორ შედეგებს პროგნოზირებენ?!, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არის მცდელობა, სხვა კვლევების მხრიდან, რომ აქცენტები სხვაგან გადავიდეს და მთავარი მონაცემი არ გახდეს პირველადი დეკლარირების საგანი, მიუხედავად ამისა, ხშირად მართლაც, ცალსახად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ჯამურად მთელს ოპოზიციაზე მეტ ხმებს იღებს. ეს ყველამ კარგად იცის და ამიტომაა არეულობა ოპოზიციაში.

ოპოზიციასა და მათ გარშემო არსებულ ჯგუფებს, რომლებიც ამ კვლევებს აქვეყნებენ, როცა სჭირდებათ ალოკაციის გარეშე ითვლიან და როცა სჭირდებათ – ალოკაციით. ამ არჩევნების წინ, როგორც არ უნდა დათვალონ და რამდენიც არ უნდა თვალონ, ფაქტია, ჯამურად ოპოზიციას „ქართული ოცნება“, როგორც თვითონ ერთი პარტია, ჯობნის. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ამ მონაცემებით ჯერ მყარ უმრავლესობას იღებს და შემდეგ მთავრობას აყალიბებს. აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ყველას გვაქვს ნანახი, როგორი წინასწარი შედეგები იდება ამ კვლევებით და მერე ყველა ვხედავთ არჩევნების შედეგს. როგორც წესი, 95%-ით, არჩევნების შედეგებსაა აცდენილი. ნუ, რა ვიცი, რატომ უნდა ვენდოთ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად არასწორ შედეგებს პროგნოზირებენ?!“, – აღნიშნა დავითულიამა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება